პეტიცია

  • პეტიცია ემიგრანტებისთვის არჩევნებში (ონლაინ) მონაწილეობის უფლების მისაღწევად

                                        ადრესატები:
    საქართველოს პარლამენტი
    საქართველოს პრეზიდენტი
    ევრო-პარლამენტი
    ევრო-კომისია
    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია
    
    პლატფორმა "თაობები ქვეყნისთვის" და "ხმა ემიგრაციიდან" ერთობლივი პეტიცია
    
    მოგეხსენებათ რომ, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს განუყოფელი ნაწილი არიან, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის/მოქალაქეების თითქმის მესამედს შეადგენენ.
    
    საქართველოს ემიგრანტები, მათი გადარიცხვებით საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორები არიან, ისინი გულშემატკივრობენ საქართველოს და ჩართულნი არიან სხვადასხვა ფორმით ქვეყნის დემოკრატიის განმტკიცების საქმეში. თუმცა მათი დიდი უმრავლესობა მოწყვეტილია საშუალებას მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, რადგან საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთათვის საარჩევნო უბნები ძირითადად დედაქალაქებშია თავმოყრილი, მაშინ როცა ემიგრანტთა დიდი უმრავლესობა ხშირად 100 ან 1000 კილომეტრიათაც კი არის დაშორებული საარჩევნო უბანს. ეს პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მათ ჩართულობას არჩევნებში და ისინი ვერ ახერხებენ ქვეყნის განვითარებისთვის ამ ფრიად მნიშვნლოვან პროცესში ჩართვას.
    
    ვინაიდან პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა ემიგრანტებისთვის ონლაინ საარჩევნო უფლების განხორციელების თაობაზე, მივიჩნევთ, რომ ეს იქნება კარგი შესაძლებლობა სამშობლოდან ასე შორს მყოფთათვის შეძლონ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში მიიღონ მონაწილეობა.
    ჩვენ საქართველოს ემირგანტები, მოგმართავთ და გთხოვთ:
    
    საქართველოს პარლამენტს -  დაუყოვნებლივ მიიღოს განსახილველად წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები, რათა შესაძლებელი გახდეს უკვე 2024 წლის არჩევნებში ემიგრანტთა მონაწილეობა;
    
    საქართველოს პარლამენტმა, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, საარჩევნო ადმინისტრაციამ და პრეზიდენტმა ერთობლივად შეიმუშაონ და წარმართონ საინფორმაციო კამპანიები, რომელთა მეშვეობითაც დეტალურად იქნება ახსნილი თუ როგორ უნდა შეძლონ საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა ემიგრანტებმა საარჩევნო პროცესებში ჩართვა და არჩევნებში მონაწილეობის მიღება;
    
    ევროპარლამენტმა, ევროკომისიამ და ევროსაბჭომ გაითვალისწინოს საქართველოს ემიგრანტთა თხოვნა, და ის რომ ქვეყნისთვის ასეთ გარდამტეხ მონმენტში მნიშვენლოვანია მოქალაქეთა მაქსიმალური აქტიურობა და მხარი დაუჭირონ პროცესებს, მათ შორის კანონპროექტის განხილვის ეტაპზე და ასევე საარჩევნო ცვლილებების განოხრიცლებეისას;
    
    ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ქართველი ემიგრანტების თხოვნით მხარი დაუჭიროს პროცესს,  რათა საქართველოს პარლმანტის მიერ გონივრულ ვადებში იქნას განხილული და მიღებული საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დანერგილი ცვლილებები საარჩევო კანონმდებლობაში, რათა ემიგრანტებს მიეცეთ შესაძლებლობა დისტანციურად, ონლაინ მიიღონ მონაწილეობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
    
    პეტიციის ტექსტი მომზადდა პლატფორმა "თაობები ქვეყნისთვის" და პლატფორმა "ხმა ემიგრაციიდან" მიერ.
                                    

    ვეთანხმები