დემოკრატია ყველაზე საშინელი მმართველობის ფორმაა, მაგრამ მასზე უკეთესი არ არსებობს”. - უინსტონ ჩერჩილი. დემოკრატიაზე ბევრ ინფორმაციას ვფლობთ, თუმცა მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს არის მმართველობის ფორმა, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და უგულებელყოფილი არაფერია, ამიტომაც გამოვხატავ სიმპათიებს ამ გამონათქვამის მიმართ და განვმარტავ, რომ “საშინელი” ალბათ იმიტომ, რომ ადამიანი ანგარიშვალდებულია კანონის უზენაესობის წინაშე.
იმანუელ კანტის აზრით კანონის უზენაესობა უნდა ეფუძნებოდეს სამ ძირითად ელემენტს: სადაც პირველი - საზოგადოების წევრთა თავისუფლებაა, მეორე - თავისუფალ მოქალაქეთა მიერ კანონის მორჩილებაა, მესამე - თანასწორობაა. დღევანდელი სტანდარტით კანონის უზენაესობის შემადგენელი სამი ძირითადი ელემენტი ჰგავს იმანუელ კანტისეულ მოდელს: პირველი ელემენტია - კანონს მიმართ მოქალაქეების და ხელისუფლების მორჩილება. მეორე ელემენტია - კანონის მიღების წესი. მესამე ელემენტია - თანასწორობის პრინციპი.
სამართლებრივ სახელმწიფოში უმაღლეს სოციალურ ღირებულებად მიჩნეულია ადამიანი, მისი ღირსება, უფლებები და თავისუფლებები. შესაბამისად, სახელმწიფო ემსახურება ადამიანებს, რომლებიც თავად არიან სახელმწიფო ხელისუფლების წყარო. სამართლებრივი სახელმწიფო სამ უმთავრეს ელემენტს მოიცავს: 1) სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს ადამიანებს 2) სახელმწიფო უნდა იყოს შეზღუდული ადამიანის უფლებებით 3) სახელმწიფო უნდა იმართებოდეს რაციონალური კანონებით.
თაობები ქვეყნისთვის
პლატფორმის მიზანია დიასპორებისგან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნა. იმისთვის, რომ ემიგრქციაში შეიქმნას ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც მყარად სწამს, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი, პლატფორმაზე მუშავდება სხვადასხვა პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებში სახელმწიფოებრივი აზროვნების ზრდას.
დადებითად აფასებს პლატფორმას
არჩევნები
2024 წლის არჩევნები გზაგასაყარია, სადაც საქართველოს მოქალაქეებს შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენი წინაპრების ნაანდერძალი ევროპული გზა და შეუქცევადი გავხადოთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავალი. ამასთან ერთად, საბოლოოდ გამოვეთხოვოთ კომუნიზმს, ავტოკრატიასა და დიქტატურას, დავამკვიდროთ ხალხის მმართველობა, ანუ ნამდვილი დემოკრატია.
არჩევნები
2024 წლის არჩევნები უნდა ვაქციოთ ქართველი ხალხის გამარჯვებად. თუმცა გამარჯვება თავისით არ მოვა და ყველა ქართველის პროცესში ჩართულობას მოითხოვს. ამიტომ ნუ დარჩები სახლში, მიდი არჩევნებზე და ერთად შევქმნათ ჩვენი შვილების ევროპული მომავალი. გახსოვდეთ, რომ ყველა ხმა გადამწყვეტია. არჩევნებში მისვლით თქვენ დაამკვიდრებთ თამაშის ახალ წესებს, სადაც ხალხია ხელისუფლების წყარო.
შემოუერთდი პლატფორმას
ადევნეთ თვალი ჩვენს ღონისძიებებს. მიიღეთ მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის მომავლის მშენებლობაში.
მეგობრებო! 8 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე, შედგება ონლაინ შეხვედრა ევრო-პარლამენტარ ქ. რასა იუკნევიჩიანესთან. ონლაინ შეხვედრა ღიაა ყველა მსურველისთვის. ონლაინ შეხვედრის მიზანია ქართველი ხალხის მეტი და ქმედითი მხარდაჭერა ევრო-ინსტიტუტებისგან.
საქართველოს კონსტიტუცია: მუხლი 3.2. სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით.
არა ძალადობას, დისკრიმინაციას, სიძულვილის ენას. ყველა თანასწორია.
არა ქსენოფობიას, ქალთა დისკრიმინაციას. ქალი - ლიდერია.
ხალხის აზრი
"The theories largely focus on the development of agriculture, and the population and organizational pressure that followed and resulted in state formation. One of the most prominent theories of early and primary state formation is the hydraulic hypothesis"
ხალხის აზრი
" Excepteur sint occaecat cupidatat non proident, sunt in culpa qui officia deserunt mollit anim id est laborum Occaecat cupidatat non proident,sunt in culpa qui officia deserunt mollit anim id, sint occaecat cupidatat non proident, sunt in culpa qui "
ხალხის აზრი
" Excepteur sint occaecat cupidatat non proident, sunt in culpa qui officia deserunt mollit anim id est laborum Occaecat cupidatat non proident,sunt in culpa qui officia deserunt mollit anim id, sint occaecat cupidatat non proident, sunt in culpa qui "