Image
Image
Icon
Icon
  • Image

    ძვირფასო ჯგუფის წევრებო! 4 ივნისს საქართველოს დროით 23.00სთ_ზე გვექნება ონლაინ შეხვედრა საინტერესო ადამიანებთან, ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმ, პროფესორ ზურაბ გურულთან და საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტ, ამჟამად "ილიაუნის" პროფესორ ბატონ გიორგი ქადაგიძესთან. მეგობრებო შეხვედრა იქნება გაცნობითი, კითხვა _პასუხის სახით. გვექნება დისკუსია საქართველოში არსებულ სიტუაციაზე.ვიმსჯელებთ გამოსავლის გზებზე. გთხოვთ შემოუერთდეთ შეხვედრას, დასვათ კითხვები და მოვისმინოთ საინტერესო მოსაზრებები.არ გამოტოვოთ შინაარსიანი საღამო! ერთად ევროპისკენ! ძალა ერთობაშია! ლინკი: https://us05web.zoom.us/j/81011597613?pwd=YzNMTVNQSk5valZzd2Y4QVFJVHB0Zz09

    დეტალურად
  • Image

    დღევანდელი აქცია ბრუსელში. მადლობა ჩვენიანებო. საქართველო თქვენ ხართ. სამშობლოს თქვენი დახმარება და თქვენით გაძლიერება ჭირდება

    დეტალურად
  • Image

    მეგობრებო! ემიგრანტების დღევანდელი აქცია მიუნხენში. მადლობა ყველას ქართველობისთვის. მადლობა საქართველოს ევროპული მომავლის დაცვისთვის. ევროპული მომავალი ყველა ქართველის საზრუნავი უნდა გავხადოთ.

    დეტალურად
  • Image

    პლატფორმა თაობები ქვეყნისთვის ეძებს აქტიურ ემიგრანტებს ქვემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში. გვესაჭიროება კოორდინატორები, აქტიური ადამიანები, რომელიც იზიარებენ აქართველოს ევროინტეგრაციას და შეუძლიათ აქტიური კომუნიკაციით ემიგრანტების მობილიზება და ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში. ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს და ერთად გადავარჩინოთ და ვიხსნათ საქართველო პრორუსული ხელისუფლებისგან

    დეტალურად
  • Image

    ამ დროშებს ჩვენთვის, ყველას თავისი მნიშვნელობა და აზრი აქვს... ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება! ეს დროშები ერთმანეთის გვერდით, უფრო მეტი თავისუფლების განცდას გვმატებს! გილოცავთ მეგობრებო თავისუფლების დღეს! ხარისხიან თავისუფლებას გისურვებთ, როგორიც ევროპაშია!!!

    დეტალურად
  • Image

    მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ პირველი ჩვენი სტუმარი ბატონი ბექა კობახიძე. ბატონი ბექა არის ისტორიის დოქტორი. მის კვლევით ინტერესს წარმოადგებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921წ) საგარეო პოლიტიკა, კავკასიის რეგიონში რუსეთისა და დასავლეთის დიდ სახელმწიფოთა გეოპოლიტიკური ინტერესების ისტორიული ურთიერთკავშირი XIX-XX საუკუნეების კავკასიის რეგიონალური ისტორია. მიმდინარე კვლევით პროექტი არის „პარიზი 1919-1920: საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთის პოლიტიკაში. იგი 2009-2015 წლებში მუშაობდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, 2015-2019 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ხელმძღვანელობდა განათლებისა და პროფესიული განვითარების სამმართველოს, 2019 წლიდან კი მუშაობს უკრაინაში ეუთოს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიაში. 2020 წელს პროფესორ სტივენ ჯონსთან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დააფუძნა და თანახელმძღვანელობს თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამას. სულ ორიოდე კვირის უკან მისი რედაქტორობით ქართულად გამოიცა „ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა 1918“ რომლის ინგლისური დედანის რედაქტორებიც გახლავან ადრიან ბრისკუ და ტიმოთი ბლაუველტი. შეხვედრა ჩატარდემა გუგლმიტში 06/24/2023 ევროპის დროით 20:00 ზე იწყება და თბილისის დროით 22:00 https://meet.google.com/tei-yfuu-azj

    დეტალურად