საკონსულო აღრიცხვა

საკონსულო აღრიცხვის წესები

სახალხო პლატფორმა "თაობები ქვეყნისთვის" გთავაზობთ საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებას ონლაინ რეჟიმში. აღსანიშვავია, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს ან თქვენი მხრიდან რაიმე ვალდებულებას. საკონსულო აღრიცხვა სამართლებრივად ემსახურება ერთის მხრივ საკონსულო სამსახურის მიერ თქვენი უფლებების ეფექტურად დაცვის მიზანს და მეორეს მხრივ ერთერთი საშუალებაა, რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს მიეცეს საშუალება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე. ვინაიდან საკონსულო აღრიცხვა ონლაინ რეჟიმში რთულია რიგი მიზეზების გამო, სახალხო პლატფორმა "თაობები ქვეყნისთვის" გთავაზობთ დახმარებას საკონსულო აღრიცხვის განაცხადის შევსებაში ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით.

საკონსულო აღრიცხვის ფარგლებში თქვენი პირადი მონაცემები გამოყენებული იქნება საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ, რათა დაკმაყოფილდეს თქვენი მოთხოვნა. თუ შეიქმნება პრობლემები თქვენი მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში, შეიძლება ამან გამოიწვიოს თანამშრომლობა არჩენების სადამკვირვებლო ორგანოებთან და პოლიტიკურ აქტორებთან, ვინც შეეცდება დახმარებას თქვენი მოთხოვნის შესასრულებლად, ისე რომ არ არის გამორიცხული მოხდეს პირდაპირი ან ირიბი წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ პერსონალური მონაცემების გადაცემა მოხდება მხოლოდ იმ მოცულობით, რაც საჭირო იქნება თქვენი მოთხოვნის შესასრულებლად. საკონსულო აღრიცხვის ფარგლებში ყველა აქტორი ვალდებულია დაიცვას აბსოლიტური კონფიდეციალობა.სრულ ინფორმაციას მონაცემთა დაცვის შესახებ გაეცანით პერსონალური მონაცემების დაცვის განმარტების ფარგლებში და მხოლოდ ამის შემდეგ გაიარეთ რეგისტრაცია, თუ ეთანხმებით თქვენი პირადი მონაცემების გადამუშავების და გამოყენების წესებს.

რეგისტრაცია