ჩვენს შესახებ

Image

პლატფორმა თაობები ქვეყნისთვის თქვენთვის შეიქმნა. ის ეკუთვნის ყველას ვინც გაწევრიანდება. ყველას შეგიძლიათ თქვენი აზრი ქვეყნის წინსვლასთან დაკავშირებით დადოთ გამოკითხვაზე და ხმის მიცემით გადაწყდება მისი ბედი. ამ პლატფორმაზე ყველას ერთი თანაბარი ხმა აქვს. არ არიან უფროსები, აქ ყველა ვმსჯელობთ და ვსაუბრობთ საქართველოს ევროინტეგრაციაზე და მიზნისკენ მიმავალ გზებზე. პლატფორმის მიზანია გააერთიანოს მსოფლიოში გაბნეული ქართველები და ერთად, ერთიანი ძალისხმევით შევქმნათ საქართველოს სასწაული. შემოგვიერთდით და ერთად ვიზრუნოთ საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნაზე.

რევაზ ბეროზაშვილი

Image

დამთავრებული აქვს "სტუ" სპეციალობით კავშირგაბმულობა და ჯავახიშვილის ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა. პროფესიით ტელეკომის ექსპერტი. მუშაობდა 20 - ზე მეტ ქვეყანაში და ამჟამად მუშაობს ევროკომისისს პროექტების ხელმძღვანელად (BeGREEN, SEASON, DESIRE 6G, 5G ClARITY, 5G RECORDS…). არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. შეუძლია ანალიტიკური აზრობნება და რისკ ფაქტორების სწორად შეფასება. უყვარს პროცესების შექმნა და დეტალურად დაგეგმვა. ყოველთვის მიჰყავს ბოლომდე ნებისმიერი წამოწყება. ცხოვრობს ღირებულებით - შენი თავისუფლება მთავრდება იქ სადაც სხვისი იცყება. არის პლატფორმა თაობები ქვეყნისთვის შექმნის იდეის ავტორი და ამავე ჯგუფის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს ერთ-ერთი წევრი.
revaz.berozashvili@taobebi.com

ნინო შველიძე

Image

აქვს დამთავრებული საქართველოს ტექნიკური უნუვერსიტეტი ტელეკომუნიკაციის მაგისტრის ხარისხით. ამავდროულად ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საორკესტრო სიმებიანის ფაკულტეტის მუსიკის ბაკალავრის ხარისხი. ასევე გავლილი აქვს: მართვის ევროპული უმაღლესი სკოლის ESM-თბილისი ადმინისტრირების მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა, ბუღალტრული აღრიცხვის კურსი, მხატრული ხის ჭრის და მცენარეთა დაცვის სამუშაობის წარმართვი კურსები. მუშაობდა თავისი ძირითადი სპეციალობით საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სადგურზე, სარეკლამო ოფისში, მართავდა ინგლისურენოვან ბაღს დირექტორის თანამდებობაზე და ამავდროულად იყო დიდი ჯგუფის პედაგოგი. ყავს ორი შვილი და მეუღლე. მისი დევიზია „შენ საქმეს შენზე უკეთ სხვა ვერ გააკეთებს“ ასევე „მედღე ხვალიე კაცსაო თოვლი მოადგა კარსაო“ ამჟამად საკუთარი ოჯახის მულტიფუნქციური ადმინისტრატორია. ამჟამად არის ჯგუფი თაობები ქვეყნისთვის პრეს ცენტრის ხელმძღვანელი
nino.shvelidze@taobebi.com

ირმა ბრეგვაძე

Image

დამთავრებული აქვს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა ქართული ენა და ლიტერატურა, პროფესია მასწავლებელი. ასევე დამთავრებული აქვს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია "ხსნის არმიის" ოფიცერთა მრავალპროფილური მოსამზადებელი ინსტიტუტი, სპეციალობა თეოლოგია, ფსიქოლოგია, ლიდერთა დახელოვნება. მუშაობდა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია " ხსნის არმიაში" ოფიცრის თანამდებობაზე, მაიორის რანგში. ხელმძღვანელობდდა სოციალურ პროექტებს, ანტი ტრეფიკინგის ჯგუფს, ქალთა ინტერესების დაცვის ჯგუფს. ხელმძღვანელობდა ლიდერთა სკოლას. არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. შეუძლია ორგანიზება გაუწიოს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, სტრესული სიტუაციების მართვა, სწრაფი ანალიტიკური აზროვნება. ცხოვრების ღირებულებით: მოექეცი ადამიანებს ისე, როგორადაც შენ გინდა რომ მოგექცნენ. პლატფორმა თაობების წევრი, ამავე ჯგუფის ადმინისტრატორი, პრეს სამსახურის ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.
info@taobebi.com

ალექსანდრე ხუსკივაძე

Image

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, პროფესიით უროლოგი. დამთავრებული აქვს თსსუ-ს სამკურნალო ფაკულტეტი, პოსტდიპლომური განათლება მიღებული აქვს ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში, სადაც გადიოდა სტაჟირებას და პროფესიულ მომზადებას. არის 65 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ერთი მონოგრაფიის თანაავტორი (ოპერაციული უროლოგია), სახელმძღვანელოს ,,კლინიკური უროლოგია“ - თანაავტორი; გამოცდილება აქვს სამედიცინო მენეჯმენტში, იგი ავტორია სამედიცინო-მენეჯმენტის პროგრამის ,,მედსერვისი“, რომელიც საქართველოში იყო ერთ-ერთი პირველი ინოვაციური კომპიუტერული პროგრამა, სამედიცინო დაწესებულებების მართვის კუთხით. ჩატარებული აქვს 20-ზე მეტი კლინიკური კვლევა, როგორც მთავარ მკვლევარს, თტუ-ის კიბერნეტიკის ისნტიტუტთან ერთად ატარებს კვლევას პროსტატის კიბოს ნაადრევი დიაგნოსტიკის მიმართულებით. 2012 წლიდან არის ოპოზიციურად განწყობილი ქართული ოცნების მიმართ, 2023 წლიდან არის ჯგუფი ,,თაობები ქვეყნისათვის“ აქტიური წევრი და ამავე ჯგუფის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს ერთ-ერთი წევრი.
a_khuskivadze@yahoo.com

თამარ ჯიქიძე

Image

2018 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მთარგმნელობითი მიმართულებით და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. პროფესიული საქმიანობა გააგრძელა პედაგოგიკაში ინგლისური ენის მასწავლებლად; ასწავლიდა ინგლისური ენის ცენტრებსა და კერძო სკოლაში. 2020 წელს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრეა პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში დაასრულა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი. მონაწილეობდა უილფრედ მარტენსის ევროპული კვლევების ცენტრისა და რობერტ შუმანის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ პროექტში ,,როგორ მუშაობს ევროპა“, რომლის ფარგლებშიც უშუალოდ გაეცნო ევროკავშირის ორგანოების მუშაობას. ჰყავს მეუღლე და 1 შვილი. არის ორგანიზებული, აქვს ანალიტიკური აზროვნების უნარი, უყვარს ლიტერატურა და მუსიკა. თამარს აქვს რამდენიმე ცხოვრებისეული კრედო, მათ შორის: ,,ადამიანი უნდა იყოს მხოლოდ მიზანი და არა საშუალება“ (იმანუელ კანტი); ,,ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი“; ,,რასაც თვითონ არ ვიმოქმედებთო, სხვისგან ბევრს ნურას ველოდებითო.“ (ი.ჭავჭავაძე). 2022 წელს დატოვა საქართველო ოჯახთან ერთად და ამჟამად ცხოვრობს ბელგიაში; მუშაობს ონლაინ მთარგმნელად ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში; არის პლატფორმა ,,თაობები ქვეყნისთვის“ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს წევრი.
tamar.jiqidze94@gmail.com

ვატო დოლიძე

Image

დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. სპეციალობა უროლოგი. მიღებული აქვს მონაწილეობა 5 კლინიკურ კვლევაში, როგორც მკვლევარს. ჰყავს მეუღლე და 1 შვილი. ცხოვრების კრედო: სამართლიანობა და თანასწორობა. 2006 წლიდან იყო ენმ-ს მიმართ კრიტიკულად განწყობილი. 2013 წლიდან არის ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილი. 2023 წლიდან არის ჯგუფი „თაობები ქვეყნისთვის“ სახელის ავტორი, აქტიური წევრი და ამავე ჯგუფის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს ერთ-ერთი წევრი.
dr.vatodolidze@gmail.com

ირაკლი სარიშვილი

Image

დაბადების თარიღი 06.11.1995 , პრაქტიკული პროფესია “რესტორატორი” . აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება ტურიზმის სფეროში , საუბრობს 4 ენაზე , დამთავრებული აქვს თბილისის “15-207 საჯარო სკოლა” , ასევე სწავლობდა “გურამ თავართქილაძის სახელობის” უმაღლეს უნივერსიტეტში , ჟურნალისტიკის ფაქულტეტზე . ჰყავს 2 შვილი და ამჟამად იმყოფება ემიგრაციაში. 2023 წლიდან არის ჯგუფი „თაობები ქვეყნისთვის“ აქტიური წევრი და საბერძნეთის ჯგუფის ლიდერი.
I.sarishvili95@gmail.com

დავით მინდიაშვილი

Image

დაიბადა 1984 წლის 17 მაისს. 2000 წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის მე-17 არასაშუალო სკოლა. 2004 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის კოოპერაციული კოლეჯი. 2000-2007 წლებში დაკავებული იყო საოჯახო ბიზნესით. 2008-2010 წლებში დააფუძნა და ხელმძღვანელობდა შ.პ.ს. "ძენილი"ს. 2010 წელს დატოვა საქართველო. ცხოვრობდა პორტიგალიაში და საფრანგეთში. 2018 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს ბელგიაში. 2019-2021 მუშაობდა INCASOMETAL-ში ხელმძღვანელის პოზიციაზე. ყავს მეუღლე და ერთი შვილი. ცხოვრების მიზანი არის რომ საქართველო იყოს ევროკავშირის და ნატოს წევრი. რადგან მიაჩნია რომ ევროპის ქვეყნებში ძალიან მაღალ დონეზე არის დაცული ადამიანის უფლებები. 2023 წლიდან არის ჯგუფი ,,თაობები ქვეყნისათვის“ აქტიური წევრი და ამავე ჯგუფის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს ერთ-ერთი წევრი.
davit.mindiashvili@taobebi.com

სოფიო აბაზაძე

Image

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი, 2021 წლიდან ლიცენზირებული ექიმი-უროლოგი, 2018 წლიდან ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, 2018 წლიდან კლინიკური კვლევების კოორდინატორი, მონოგრაფია -„ ოპერაციული უროლოგია“ თანაავტორი, სახელმძღვანელო „კლინიკური უროლოგია“ თანაავტორი, ევროპის უროლოგთა ასოციაციის გაიდლაინის მოკლე ვერსია 2020 (ქართული თარგმანი) -თანაავტორი, ევროპის უროლოგთა ასოციაციის გაიდლაინის მოკლე ვერსია 2017 (ქართული თარგმანი) -თანაავტორი. მონაწილეობა მიღებული აქვს 10-ზე მეტ კლინიკურ კვლევაში, როგორც კვლევის კოორდინატორს, თტუ-ის კიბერნეტიკის ისნტიტუტთან ერთად ატარებს კვლევას პროსტატის კიბოს ნაადრევი დიაგნოსტიკის მიმართულებით. აქვს სურვილი საქართველო ჩამოყალიბდეს დემოკრატიულ, გამართულ სახელმწიფოდ. 2023 წლიდან არის ჯგუფი „თაობები ქვეყნისთვის“ აქტიური წევრი და ამავე ჯგუფის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს ერთ-ერთი წევრი.
sopoabazadze@yahoo.com

ჩვენი გუნდი

Image

გუნდის ძირითადი ნაწილი სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტია, თუმცა ჯგუფის წევრებში არიან ასევე წარმატებული და შემდგარი ადამიანები საქართველოდან. ჯგუფს მართვა ხორციელდება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს გუნდის, სამდივნოს და დარგის ექსპერტების მიერ, რომელთა შორის უმრავლესობა საზღვღგარეთ მცხოვრები ქართველები არიან. ჯგუფში ყველა გადაწყვეტილება მიიღება გამოკითხვების შედეგების მიხედვით. ჯგუფის ნებისმიერ ახალ წევრს შეუძლია გახდეს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს წევრი სურვილის შემთხვევაში თუ ამისთვის საჭირო კომპეტენცია ექნება.

ჩვენი მიზანი

Image

ჯგუფის მიზანია ქართველი ხალხის მაქსიმალური ჩართულობით და სხვადასხვა აქტივობებით მივაღწიოთ საქართველოს ევროინტეგრაციას. რატომ არის ეს ჩვენი ჯგუფის მისია? იმიტომ რომ ამ მისიას ჩვენი წინაპრები საუკუნეების მანძილზე თავს სწირავდნენ. იმიტომ რომ ეს მიზანი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაშია დაცული და ბოლოს იმიტომ, რომ საქართველოს ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში არის საქართველოს შეუქცევადი ეკონომიკური განვითარება, საშვილიშვილო უსაფრთხოება, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაცია და ბედნიერი სიბერე. ჯგუფის აქვს მოკლე საშუალო და გრძელვადიანი გეგმები: 1) მოკლე ვადიანი გეგმა. მაქსიმალურად გაერთიანება მსოფლიოში გაბნეული ქართველი ემიგრანტების. 2) საშუალო ვადიანი გეგმა. საყოველთაობის პრინციპის გათვალისწინებით ვიზრუნოთ, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს მიცეთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. 3) გრძელვადიანი გეგმები. სხვადასხვა სახის პროექთებით ვემსახუროთ ემიგრაციაში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების თვითშეგნების ხელშეწყობას.