ჩვენს შესახებ

საუკეთესო გუნდი საქართველოს სადარაჯოზე

ჩვენ ქართველები ვართ! ჩვენი ქვეყნის სიყვარულსა და სამსახურში. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს

ჩვენ ვაერთიანებთ ყველა ქართველ ემიგრანტს 2 წლის განმავლობაში
  • ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში
  • ჩვენ ვვურთიერთობთ ყველა პროევროპულ პოლიტიკოსთან.
  • პოლიტიკა ჩვენი ყოველდღიურობაა და რეალობა

რატომ ჩვენ?

რა გვხდის ჩვენ განსაკუთრებულს და რატომ გვენდობიან?

განათლება

ჩვენ გვინდა ევროპული განათლება ჩვენს სამშობლოში, საქართველოში

ლიდერობა

ჩვენ არ გვყავს ერთპიროვნული ლიდერი, ჩვენი პრიორიტეტია დემოკრატია

თანადგომა

ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს და ერთად ვქმნით მომავალს

შთაგონება, ინოვაცია და შესაძლებლობები

სამშობლოს სიყვარული შთაგვაგონებს ვიყოთ ინოვაციურები და გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები.

ისტორიულად, საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ყოველთვის მიისწრაფოდა და მიისწრაფვის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ. მცირე სახელმწიფოებისთვის მნიშვნელოვანი იყო და არის რეალურად არათანაბარ საწყისებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემაში პარტნიორების მხარდაჭერა. საქართველოს ევროპული მომავლის იდეს იცავდა და ეწირებოდა უამრავი თაობა. წინაპართა ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია და დღესაც საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავალი დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში. გავაგრძელოთ ილიას, ვაჟას, აკაკის ევროპული გზა.
ევროკავშირი ადამიანის ღირსების პატივისცემის, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების დაცვის, პლურალიზმის, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, შემწყნარებლობის, სამართლიანობის, სოლიდარობის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ღირებულებებს ეფუძნება. ასევე, ევროპული ოჯახი ეფუძნება წევრი სახელმწიფოების ეროვნული იდენტობის პატივისცემის პრინციპს. საქართველოსათვის ევროკავშირში წევრობა ნიშნავს სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული ინსტიტუტების საბოლოოდ ჩამოყალიბებას და უსაფრთხო, თავისუფალი, სამართლიანი გარემოს ფარგლებში საქართველოს მოქალაქეების განვითარებისათვის, კეთილდღეობისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
ჩვენ ავაშენებთ არა მხოლოდ დემოკრატიულ, არამედ სამართლებრივ სახელმწიფოს. მხოლოდ ამ გზით შევინარჩუნებთ ჩვენს იდენტობას და სახელმწიფოებრიობას. ჩვენ გვწამს ჩვენი მიზნის