პლატფორმაზე შექმნილია რიგი უფასო სერვისები: 1) პლატფორმა სთავაზობს საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს დახმარებას საკონსულო აღრიცვის განაცხადების წარდგენაში და ამ მიზნით შექმნილია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სპეციალური პორტალი, რომლის დახმარებითაც მინიმუმამდე მცირდება ხარვეზები მოქალაქეთა განაცხადებში და ზრდის საკონსულო აღრიცხვის განაცხადზე დადებითი პასუხის ალბათობას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საკონსულო მაინც ახარვეზებს განაცხადს, პლატფორმაზე არსებული პროფესიონალთა გუნდი ყველა ძალისხმევას მიმართავს, რათა დახარვეზებული განაცხადი დადებით პასუხამდე მივიდეს. 2) პლატფორმის ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ნებისმიერ ქალაქში მინიმუმ 50+1 გამაცხადის დაგროვების შემთხვევაში მოვითხოვთ ახალი საარჩევნო უნების გახსნას. 3) პლატფომაზე მუშაობს მოხალისეთა გუნდი, რომელიც იზრუნებს დაეხმაროს პლატფორმის ბაზაში არსებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს ტრნსპორტის ორგანიზებაში. 4) პლატფორმაზე მუშაობს ცხელი ხაზი. ცხელი ხაზი მოემსახურება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 24/7-ზე. ცხელი ხაზი გადაამოწმებს ყველა პლატფორმის ბაზაში არსებულ საქართველოს მოქალაქეს საარჩევნო სიებში და იზრუნებს, რომ ყველა მოქალაქე მოხვდეს შესაბამის საარჩევნო უბანზე საარჩევნო სიაში, 5) პლატფორმა გეგმავს დააკვირდეს არჩევნებს და ყველა საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბანზე. პლატფორმის მიზანია დიასპორებისგან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნა. იმისთვის, რომ ემიგრქციაში შეიქმნას ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც მყარად სწამს, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი, პლატფორმაზე მუშავდება სხვადასხვა პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებში სახელმწიფოებრივი აზრევნების ზრდას. ამ მიზნით უკვე მუშაოვეს პროექტი შეიყვარე საქართველოს ისტორია, რო;ელსაც უძღვება ბ. ზურაბ ბატიაშვილი. სექტემბრიდან იწყება ემიგრანტი ბავშვების ონლაინ სკოლა, რომლის მიზანია ქართული, ისტორის და გეოგრაფიის სწავლასთან ერთად შეაყვაროს საქართველო ემიგრაციაში დაბადებულ და გაზრდილ ბავშვებს. ამ პროექტის ფარგლებში პლატფორმა თანამშრომლობს ბ. ლადო აფხაზავასა და ათეულთა კლუბის საუკეთესო პედაგოგებთან. ასევე იგეგმება ონლაინ შეხვედრები ცნობად სახეებთან, რომლებიც ისაუბრებენ სხვადასხვა საინტერესო თემებზე.
ჩვენ ვიზრდებით
ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ უსაფრთხო გარემოს შექმნას, ევროპულ განათლებას, ეკონომიკას, ჯანდაცვას, სამართლებრიობას ჩვენი შვილებისთვის
ჩვენი მიზანია ხელმისაწვდომი, ხარისხიანი, ევროპული განათლება საქართველოში. ევროპული განათლება ჯანსაღი და ძლიერი თაობის საწინდარია.
ჩვენი მიზანია ევროპული, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა თითოეულ მოქალაქეს. ჯანდაცვის სისტემის გამართულობა ჯანსაღი საზოგადოების საწინდარია.
ჩვენი მიზანია ევროპული ეკონომიკა, რაც მეტ დასაქმებას, თითოეული მოქალაქის მატერიალური და სოციალური სტაბილურობის გარანტიაა.